"ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მუშაობისას აღმოჩნდა დღემდე შეუსწავლელი, არა კატალოგიზირებული ხელნაწერი – Hs. or. 14561", _ ამ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი გიორგი ქავთარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოებთან ერთად ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით "ხელნაწერი შეიცავს ნუსხა-ხუცურით დაწერილ ბიბლიის ტექსტს. ასევე, ტექსტში ჩართულია ლუკა მახარებლის ერთი ფერადი გამოსახულება".
_ ბიბლიოთეკარმა, ქალბატონმა ნიკოლე ფიურთინგმა დამრთო ნება, მობილურით გადამეღო პირველი და ბოლო გვერდი.
მისი განცხადებით: "ეს ხელნაწერი ბიბლიოთეკამ 2012 წელს შეიძინა კერძო კოლექციონერისაგან ამსტერდამში".
ხელნაწერი მცირე ზომის გამო, დიგიტალიზაციას არ ექვემდებარება. საჭიროა, კოდიკოლოგმა და ტექსტოლოგმა ადგილზე შეისწავლოს.
ამ აღმოჩენით ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი შესანიშნავი ხელნაწერი შეემატა, _ წერს ქავთარაძე.