https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„აგრესიულობით გამორჩეული“ პატიმრების გამიზნული ქმედება თუ რეალობა – რა ხდება ბათუმის ციხეში

16:03; 14.03.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბათუმის მე-3 პენიტენციური დაწესებულების სამი მსჯავრდებული მედიას და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობას წერილით მიმართავს.

როგორც "გურია ნიუსისთვის", გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, მათ ციხის ადმინისტრაცია არაადამიანურად ეპყრობა და ხშირად ე.წ. კარცერებში სვამს. თუმცა, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, რომელიც დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან  არასათანადო მოპყრობას ეხება, კატეგორიულად უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.  ამასთანავე, სამინისტროში განმარტავენ, რომ სამივე მსჯავრდებული არის ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი. ორი მათგანი კი, მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებებისკენ.

"გურია ნიუსი" პატიმრების წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგახსენებთ #3 დაწესებულებაში არსებულ მძიმე და გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, რაც გამოიხატება ჩვენს წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ეს უკანონო ქმედებები ჩვენს მიმართ გრძელდება უკვე მრავალი თვის განმავლობაში. ყველა ამ უკანონო ქმედებაზე ჩვენ მრავალჯერ მივმართეთ ზემდგომ ინსტანციებს, როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ასევე სასჯელაღსრულების გენ-ინსპექციას და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს თამთა დემურიშვილს, რათა შეესწავლათ ჩვენი საჩივრები.

ჩვენ ამ დაწესებულებაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვამყოფებენ საწამებელ საკნებში, ე.წ. ვანდალურ საკნებში, "კარცერებში". ამ დაწესებულებაში არსებობს 4 ე.წ. ვანდალური საკანი და 4 "კარცერი". ამ საკნებში გვათავსებენ სრულიად უკანონოდ, ჯალათების  – ციხის დირექტორის, მიხეილ კანდელაკის, დირექტორის მოადგილის სოსო მაზმიშვილის, უსაფრთხოების უფროსის ბექა გაგნიძის და რეჟიმის უფროსის დავით შატაკიშვილის დავალებით.

ზემოთ ხსენებული მაღალჩინოსნები არიან ჩვენს მიმართ აგრესიულები, ყველა უკანონო ქმედებას ჩადიან სრულიად უშიშრად.  ჩვენს მიმართულ ყველა საჩივარზე აქვთ გულგრილი დამოკიდებულება. პასუხებს გვცემენ მხოლოდ წერილობით, რომ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მაგრამ დღემდე არანაირი ზომები არ მიუღიათ. რიტაც ზემოთ ხსენებული ადმინისტრაციის თანამშრომლებს აძლევენ სტიმულს, რომ უფრო მოგვისპონ ჯანმრთელობა და გვამყოფონ ამგვარ წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში.

ზემოთ ხსენებულ საკნებში, რომლებშიც უკანონოდ და მათი სურვილისამებრ ხშირად თვეების განმავლობაში გვიწევს სასჯელის მოხდა, არის ამგვარი პირობები: საკანში საერთოდ არ არის საწოლი, რის გამოც გვიწევს პირდაპირ "ბეტონის" იატაკზე დაძინება; ასევე, საერთოდ არ არსებობს მაგიდა და სკამი; გვიწევს ბეტონის იატაკზე საჭმლის ჭამა; არ არის სარკმელი, საიდანაც შემოვა ელემენტარული სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰაერი, რის გამოც, საკანში საშინელი უჰაერობაა. ამავდროულად, საკანი ჰერმეტულად დახურულია, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება ჩვენი გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა და ცუდად გახდომა.

ამ მდგომარეობას ამძიმებს საკანში არსებული სრულიად ამოუშენებელი და ღია მდგომარეობაში არსებული საპირფარეშო. აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც სასმელი, ასევე გამოსაყენებელი წყალი მოგვეწოდება გრაფიკით და თან ძალზედ მცირე რაოდენობით. რასაც ასევე ადმინისტრაციის მხრიდან მიზანმიმართულად ხდება.

ზემოთ ხსენებული საკნები სისხლით არის მოთხვრილი, კედლებს არ წმენდენ განზრახ, რათა იმოქმედოს ჩვენს ფსიქიკაზე. საკნებში არის გაუსაძლისი ანტისანიტარია და სიბინძურე. საერთოდ არ გვაწვდიან არანაირ ჰიგიენურ საშუალებებს. ჩვენი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად ამ ყველაფერზე ყურადღება არ მოგვაქციეს.

ხშირ შემთხვევაში, ზემოთხსენებული ადმინისტრაციის თანამშრომლების დავალებით, მათი ქვემდგომი ჯალათები "მერაბ ხალითბა", "ოლეგ ტარიელაძე" და სხვა თანამშრომლები გვივარდებიან ამ საკნებში და ძალის გამოყენებით, ახსნა-განმარტების გარეშე გვადებენ ხელბორკილებს. ამ მდგომარეობაში გვამყოფებენ საათების მანძილზე. გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრების უფლებას სრულიად უმიზეზოდ.  როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან პაემნებს ოჯახის წევრებთან, პირადი კორესპონდენციის გაგზავნის უფლებას და ყველა ბინძური ხერხით ახერხებენ ჩვენი საჩივრების დაბლოკვას.

ჩვენთვის ხელმიუწვდომელია სამედიცინო დახმარება, რადგან მთავარი ექიმი ინგა სურმანიძე დ მთელი მედ-პუნქტი მოქმედებს დაწესებულების თანამშრომლებთან შეთანხმებით. ასრულებენ დაწესებულების ადმინისტრაციის დავალებებს, რათა ერთობლივად მოგვისპონ სიცოცხლე. მედ-პერსონალი გვიცხადებს, რომ გვაქვს მძიმე დაავადებები და მათ არ აქვთ რესურსი, რომ ჩვენ გვიმკურნალონ. ყველა ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე მივყავართ იმ ზომამდე, რომ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ზომებს კანონის ფარგლებში.

ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ყველა ზემოთ ხსენებულზე და შეგვიძლია ეს ყველაფერი ფაქტებით დავადასტუროთ. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და საზოგადოებას პრესის საშუალებით ამცნოთ ჩვენი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. ასევე, გიცხადებთ სრულ ნდობას, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ ჩვენი სახელები და გვარები", _ აღნიშნულია წერილში რომელსაც ხელს სამი მსჯავრდებული გიორგი ამურველაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და გიორგი ჟღენტი აწერენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების გ.ა-ს, გ.მ-ს და გ.ჟ-ს მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, კატეგორიულად უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს. 

"მსჯავრდებულები გ.ა, გ.მ და გ.ჟ  ბათუმის N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, სადაც გ.ა. და გ.მ გადაყვანილი იქნენ სხვა დაწესებულებებიდან, დანარჩენ მსჯავრდებულთა და მათივე უსაფრთხოების მიზნით,  რადგან ისინი გამოირჩევიან სარეჟიმო მოთხოვნების უხეში დარღვევით. რაც შეეხება გ.ჟ–ს, იგი აღნიშნულ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დღიდან იმყოფება  და ხასიათდება აგრესიულობით, ასევე, სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევით", _ აღნიშნავენ სამინისტროში.

უწყების განცხადებით, მსაჯვრდებულების მიერ დასახელებული პრეტენზიები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს მათი გადაყვანა ღია ტიპის დაწესებულებაში, რაც დაუშვებელია მათივე ქმედებებიდან გამომდინარე.

"ამასთან, სამივე მსჯავრდებული გამოირჩევა  სამედიცინო მუშაკებისა და ადმინისტრაციის მიმართ აგრესიულობით, რის გამოც მათ მიმართ პერიოდულად ხორციელდება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.

სამივე მსჯავრდებული არის ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი. მათგან მსჯავრდებულები გ.მ და გ.ჟ მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებებისკენ.

ამავდროულად, მათზე ვრცელდება ყველა ის სერვისი და მოთხოვნა, რაც მსგავსი ტიპის დაწესებულებისთვის კანონითაა გათვალისწინებული. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავდრებულების მხრიდან მედიისთვის მიწოდებული უსაფუძვლო ინფორმაციები და სხვა მიზანმიმართული ქმედებები, ვერ გახდება რეჟიმის შესუსტების მიზეზი. უწყების მთავარი პრიორიტეტია დაცული იყოს ყველა მსჯავრდებულის უფლება და უსაფრთხოება, ამასთან, უზრუნველყოფილი იყოს სარეჟიმო მოთხოვნების შესრულება", _ აღნიშნულია "გურია ნიუსისთვის" სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში.

ცნობისთვის, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების მომართვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. "გურია ნიუსმა" ადმინისტრაციის მიმართ მსგავსი ბრალდებებით სხვა პატიმრის წერილი 2016 წლის 18 იანვარსაც მიიღო.

აღნიშნული პატიმრების მდგომაროების შესახებ ინფორმაცია აქვთ სახალხო დამცველის აპარატშიც, როგორც "გურია ნიუსს" სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ უთხრა, რამდენიმე პატიმარი, მათ შორის ზემოთ აღნიშნული პატიმრებიც, ომბუდსმენის აპარატს საჩივრებით ხშირად მიმართავს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ადგილზე საჩივრებში აღწერილი სიტუაცია არ ხვდებათ.

რაც შეეხება პატიმრებს – მარსაგიშვილს, ამურველაშვილს და ჟღენტს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი უახლოეს დღეებში მოინახულებს.

"რაც შეეხება სიტუაციას, იგივეა, რაც პრევენციის ჯგუფის დასკვნებში წერია. ცვლილებები არ არის.  შარშან საკმაოდ მკაცრი დასკვნა გამოქვეყნდა პრევენციის ჯგუფისგან. ძირითადად, არის სისტემური პრობლემები, რომელიც მხოლოდ დაწესებულების  დირექტორის ნებით არ გამოსწორდება. ზოგიერთი პრობლემა ისეთია, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება. მაგალითად, ყველაზე რთულად გადასაჭრელი რაც არის და ამ დაწესებულებიდან საჩივრების უმრავლესობაც სწორედ ამას ეხება, არასათანადო სამედიცინო მომსახურებაა. აქ არ იგულისხმება, რომ ექიმები უყურადღებოდ  ექცევიან პატიმრებს, თუმცა ყოველთვის ადეკვატურიც არ არის მათი რეაგირება. პერსონალის და მედიკამენტების ნაკლებობაა, მედიკამენტების დასახელებების ჩამონათვალის ნაკლებობაა და ა.შ.

ბოლოს მოგვამართეს იმ პატიმრებმა, რომლების საჩივარი თქვენთანაც არის შემოსული. მარსაგიშვილი ხშირად გვწერს და აქვს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები", _ აღნიშნავს ქორიძე და დასძენს, რომ პატიმრებს სახალხო დამცველის წამომადგენელი ამ კვირაშიც მოინახულებს.

არის თუ არა ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის სიტუაცია რეალურად, რასაც პატიმრები აღწერენ, არის თუ არა უსაფრთხოების საკნები (ე.წ. კარცერები) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, აქვს თუ არა ციხის ადმინისტრაციას პატიმრებისთვის პირადი კორესპონდენციის და პაემნების აკრძალვის უფლება და რა რეგულაციებზე მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, – ამ საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოსაზრებას "გურია ნიუსი" შემდეგ პუბლიკაციაში შემოგთავაზებთ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თურქეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიაზე“ იერიში მიიტანა

გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა - აქციები კვლავ გრძელდება

ყველა სიახლე

საზოგადოება

გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

12:08; 9.12.2025
საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა

12:02; 9.12.2025
საზოგადოება

“კლი­ნი­კა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს” _ ტრაგედია ჩოხატაურში

11:48; 9.12.2025
საზოგადოება

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება

11:35; 9.12.2025
სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:48; 9.12.2025
ბახვიჰესი

ბახვი ჰესი _ ინფრასტრუქტურული პროექტები

10:07; 9.12.2025
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

10:04; 9.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

10:03; 9.12.2025
მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

10:01; 9.12.2025
პოლიტიკა

დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება

20:44; 8.12.2025
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – რასაც ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან, ეს რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში

19:41; 8.12.2025
ფინანსები

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:50; 8.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8.12.2025
ფინანსები

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის

17:42; 8.12.2025
საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო