თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და ერაყში "ქურთისტანის მუშათა პარტიაზე" საჰაერო იერიში მიიტანა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საჰაერო იერიშები თურქეთმა ქანდილისა და გარას სექტორში თერთმეტი საბრძოლო თვითმფრინავით განახორციელა.
როგორც ცნობილია, ქვეყანამ "ქურთისტანის მუშათა პარტიაზე" იერიში პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მიიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა, კვირას, ანკარაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ პირობა დადო, რომ ტერორიზმს დააჩოქებს.
როგორც ცნობილია, ტერაქტს 36 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი თავდამსხმელი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, ტერაქტი "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრი ერთ-ერთი ქალის ორგანიზებულია.