ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4175 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4175 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4258 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6851 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6943 ლარს შეადგენდა.
სავალუტო ჯიხურებში კურსი კიდევ უფრო დაბალია. ერთი ამერიკული დოლარის გაყიდვა 2.37 – ლარად, ხოლო დოლარის ყიდვა 2.41 ლარადაა შესაძლებელი.