თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია აკადემიური საბჭოს წევრების მხრიდან გავრცელდა.
ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხზე.
თსუ აკადემიური საბჭოს რეგლამენტით საბჭო უფლებამოსილია:
რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
საბჭო შედგება 14 ადამიანისგან, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის საბჭოს რამდენი წევრი უჭერს მხარს რექტორის გადაყენებას.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა, სტუდენტთა ნაწილმა ლადო პაპავას გადადგომაც მოითხოვა.