კუდ-ის ყოფილი თანამშრომლი, ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეობთან დაკავშირებით დაკავებული ჯემალ ჯამალაშვილის შვილი, ვასილ ჯამალაშვილი ამბობოს, რომ საქმის გამოძიება FBI-ს ჩართვის გარეშე შეუძლებელია.
როგორც 2030-ს ვასილ ჯამალაშვილმა განუცხადა, გამოძიებას YOUTUBE-ზე წვდომა სჭირდება, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებს არ აქვთ.
„ეს მხოლოდ FBI-ს შეუძლია. რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს ვიდეოები ატვირთული, ყველა შემთხვევაში, FBI-ს ჩართვაა საჭირო, რადგან YOUTUBE არის ამერიკაში და GOOGLE-ს მფლობელობაშია.
რაც შეეხება სერვერებს, მე როგორც ვიცი, ყველა ქვეყანაში უდგას, თუმცა არა – საქართველოში.
მე არ მაქვს ინფორმაცია, საქართველოდან არის ატვირთული თუ არა ეს ვიდეობი“, _ აღნიშნა ვასილ ჯამალაშვილმა.
რაც შეეხება მის მამას, ჯემალ ჯამალაშვილს, ვასილ ჯამალაშვილის თქმით, მამასთან ახლო ურთიერთობა არ ქონია და თავად საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ის ადამიანი, ვინც დაკავებულია,ნამდვილად მამაჩემია, თუმცა სხვა არანაირ დეტალს არ ვფლობ. ჩემი ინფორმაციით, მას არასდროს უმუშავია კუდ-ში. პროფესიით არც ვიცი, ვინ არის“, _ განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.
თავად ვასილ ჯამალაშვილი 2012 წელს კიბერდანაშაულთან დაკავშირებით იყო დაკავებული. ვასილ ჯამალაშვილის შესახებ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმ დროისთვის, დედასთან და 90 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.
კიბერდანაშაულის გარდა, მას მაშინ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა. ვასილ ჯამალაშვილი გირაოს – 3 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.