სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 30 584 ლარია გათვალისწინებული, ხოლო აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში იგივე პროგრამის განსახორციელებლად 26 424 ლარის გახარჯვა იგეგმება.
როგორც ირკვევა, აღნიშნული თანხები შიდა გზების შეკეთებასა და სანიღვრე არხების მოწყობას მოხმარდება. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივებმა სოფლის კრებაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღეს, სადაც იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც სოფლის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.