ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილს ადასტურებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მათ ამის შესახებ ინფორმაცია ორმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, თუმცა ისინი არ ასახელებენ, საიდან ფლობენ აღნიშნულ ინფორმაციას.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის თავდაპირველი ცნობით, მათ ბათირაშვილი იერიშის დროს შესაძლოა მოკლეს, თუმცა მოგვიანებით სირიის ადამიანთა უფლებების ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იერიშის დროს აბუ ომარ ალ-შიშანი მძიმედ დაჭრა, რის შემდეგაც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო.