თსუ-ს თვითმმართველობის წევრები რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტში შეიჭრნენ.
სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი რამდენიმე წუთის წინ ძალის გამოყენებით დაიკავეს და კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ.
როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ უნივერსიტეტის რექტორი ვერ ახერხებს სიტუაციის კანონიერ ჩარჩოში მოქცევას, ისინი დაიკავებენ რექტორის კაბინეტს და ლადო პაპავას საშუალებას არ მისცემენ კაბინეტში შევიდეს.
ამ წუთებში სტუდენტებთან მოლაპარაკებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები აწარმოებენ.