ჩინელი მილიარდერი ვან ძიანლინი, რომელიც ჩინური ფეხბურთის განვითარებაში მილიონობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მას სამშობლოში "ჩინელ აბრამოვიჩს" ეძახიან.
ვან ძიანლინს გაფორმებული აქვს კონტრაქტი ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციასთან და კონტრაქტის თანახმად უახლოესი ორი წლის განმავლობაში 77 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ძიანლინის თქმით, მას არ მოსწონს, რომ რუს "ოლიგარქს" ადარებენ, რომელმაც თავისი კაპიტალი ბუნებრივი რესურსების მონოპოლიზების აკუმულირებით მოახდინა.
ძიანლინი ირწმუნება, რომ საკუთარი იმპერია ოფლითა და სისხლით ააგო და მძიმე კონკურენციას გაუძლო, სანამ ფეხზე დადგა.
"მე მართლა მაღელვებს ჩინური ფეხბურთის ბედი და მზად ვარ, ჩემი კაპიტალის ნახევარი მის განვითარებას მოვახმარო", – ეს ვან ძიანლინის სიტყვებია.