ამ წუთებში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და მათი მომხრეები თსუ-ს რექტორს ლადო პაპავას თავის კაბინეტში ხვდებიან.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და მას ჟურნალისტები არ ესწრებიან.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა სტუდენტმა აცნობა, რომლის თქმითაც, ამ დროისთვის საუბარი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.