ცოტა ხნის წინ მილიარდერმა არაბმა შეიხმა გადაწყვიტა კოსმოსის მცხოვრებთათვის თავი გაეცნო და კუთვნილ კუნძულზე, კილომეტრიანი ასოებით, უდაბნოში საკუთარი სახელი დააწერინა, რომელიც კოსმოსიდანაც კი მოჩანს.
67 წლის შეიხმა ჰამად ბენ ჰამდან ალ-ნაჰიანმა, რომელიც აბუ-დაბის სამეფო ოჯახის წევრია, კუნძულ ალ-ფუტაისზე მუშებს სახელი – "ჰამდან" დააწერინა.
სახელის სიგრძე 4 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ სახელი მთლიანად არ დაეტია კუნძულზე და საჭირო გახდა, ზოგიერთი ასოს კონტურები ზღვაში მოეხაზათ, სპეციალური მოწყობილობებით.
შეიხი ჰამდანის კაპიტალი 22,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ქონების სიდიდით, იგი მხოლოდ საუდის არაბეთის მეფეს ჩამოუვარდება.
შეიხი ცნობილია ავტომობილების კოლექციით, რომელიც 200-მდე მსუბუქ ავტომობილს მოიცავს, მათ შორის შვიდი "მერსედეს 500 CEL," ცისარტყელას შვიდივე ფერია და თითოეული მათგანი კვირის კონკრეტულ დღეს იქოქება.
აღსანიშნავია, რომ შეიხის ფარეხი სპეციალურად აშენებულ პირამიდაშია განთავსებული.