"აუდოტორია 115"- ის წარმომადგენლის, თორნიკე შევარდნაძის განცხადებით, აუდიტორიის წევრები კონსტრუქციულ ფორმაში დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არიან. როგორც შევარდნაძემ განაცხადა, ისინი ისაუბრებენ ყველასთან, თვითმართველობის წარმომადგენლების გარდა.
"მზად ვართ კონსტრუქციულ ფორმატში გადავინაცვლოთ. ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სასაუბრო არაფერი გვაქვს. დიალოგის აუცილებლობა უბრალოდ არ დგას. ჩვენ ვესაუბრებით რექტორატს. გვაქვს მოთხოვნები უნივესიტეტისადმი, სახელმწიფოსადმი და არა თვითმმართველობის წარმომადგენლებისადმი. ჩვენ ვითხოვთ თვითმმართველობის რეფორმირებას და ნაკლებად სავარაუდოა, ამაზე თვითმმართველობის წარმომადგენლები დაგვთანხმდნენ,"_განაცხადა შევარდნაძემ.