ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პირველ მარტს ხანძრის შედეგად დაზიანდა, სამომავლოდ ახალგაზრდული ცენტრის განთავსება იგეგმება.
ამის შესახებ ვარაუდი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ გამოთქვა ტერიტორიის ადგილზე მონახულებისას.
გამგებლის თქმით, შენობა კულტურული ღონისძიებებისთვის თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა, გაკეთდება სცენა და სამუშაო ოთახები.