არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი) საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს პასუხი გასცეს კითხვაზე "რას ნიშნავს მდიდარი სექსი"
" ღია წერილი ''პრეზიდენტ" გიორგი მარგველაშვილს!
დიდმარხვის პირველი კვირაა. რა განცხადებებს აკეთებთ? _ თურმე ყველანაირი სექსი გაქვთ?!
სხვანაირად შეიძლება ამ უმსგავსოების მხარდაჭერა. პირველ რიგში ამხილეთ ნაციონალური მოძრაობა, ვინც შექმნა ეს სიბინძურის მანქანა.
თქვენ ვისი, ან რისი პრეზიდენტი ხართ? გეკითხებით, რას ნიშნავს მდიდარი სექსი? _ წერს არქიმანდრიტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ იმ პირებს მიმართა, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან.
„პირველ რიგში, მინდა, მივამართო მათ, ჩემ თანამოქალეებს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და მსფოლმხედვლობისა და, ვისაც ემუქრება ბნელი ძალა. მე ვდგავარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ, მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩაგრავენ.
ამის საბუთად მიდან ვთქვა – სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სირცხვილი. მე მქონია, მაქვს და მექნება სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და ამ პროცესს ყოველთვის მოვაშორებ შავ-ბნელ სტიგმას“, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.