ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის სკოლის ყოფილი დირექტორის სპარტაკ გოგიტიძის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
სპარტაკ გოგიტიძეს განათლების სამინისტრო საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებდა. მინისტრის ბრძანებით გოგიტიძე, რამოდენიმე თვის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
"გურია ნიუსი" კომენტარისთვის განათლების სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ჯერჯერობით სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.
ამავე თემაზე: