“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 5 მაისს “ბახვიჰესის 3”-ის მშენებლობას მოინახულებს. როგორც ოზურეგთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრებლებმა გვითხრეს, საქართველოს პირველი პირის დასახვედრად დიდი სამზადისია _ მიმდინარეობს გზის სარემონტო სამუშაოები, დაჩქარდა ჰესის მშენებლობის პროცესიც.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გოჩა შანიძე ზემოხსენებულ სოფელში უკვე იმყოფებოდნენ. აქ ჟურნალისტებს, როგორც წესი არავინ გააჭაჭენებს და თუ შეხვედრის სურვილი მაინც გამოვთქვით, შესაძლოა ქუთაისელი და ფოთელი ჟურნალისტების ბედი გავიზიაროთ. ამიტომ, მზად ვართ შეხვედრისა (არა შრომის) და… თავდაცვისთვის.