საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია ამ დილით განხორციელდა.
დგებუაძე, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ჰოლანდიაში საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის ივნისში დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელის ამირან გულუაშვილის განცხადებით დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმეზე.
მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ქალაქ თბილისში, ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
„იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეფარდებულია პატიმრობა, იგი შესაბამის დაწესებულებაში მოთავსდა“,_ აღნიშნა გულუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
პროკურატურის წარომადგენელს არ დაუკონკრეტებია აქვს თუ არა ",ასტერას" კავშირი პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით.
"ამ ეტაპზე დგებუაძის ექსტრადირება მოხდა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ჩემ მიერ გაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით“,-აღნიშნა გულუაშვილმა.