ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის გამო უსაფრთხოების ზომები ლონდონის ჰითროუს აეროპორტმაც გააძლიერა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
"ჩვენ მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. რის გამოც მეტი უსაფრთხოების მიზნით პოლიციასთან ვთანამშრომლობთ. ველით, რომ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი გავლენას იქონიებს და ამიტომ მგზავრებს ვთხოვთ შეამოწმონ ფრენის სტატუსი და ავია კომპანია,"_ აცხადებენ აეროპორტში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ორი, ხოლო მეტროსაგდურში ერთი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა.