ბრიუსელში მოხდარი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთი საზღვრებთან უსაფრთხოებას აძლიერებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქნეთა მინისტრის, ბერნარდ კაზნევის განცხადებით, საზღვრებთან დამატებით 1 600 პოლიციელი იქნება მობილიზებული.
"მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიფხიზლე,"_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში დღეს სამი აფეთქება მოხდა, რასაც ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ორი, ხოლო მეტროსაგდურში ერთი აფეთქება მოხდა, რასაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
ცნობილი ხდება, რომ დღეს ბელგიისადმი სოლიდარობის ნიშნად, ეიფელის კოშკი ბელგიის დროშის ფერებში განათდება.
ლონდონის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება
ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა
დიდი ბრიტანეთი ბრიუსელს თანადგომას უცხადებს