გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი, მარიო გიოტცე და მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგო, მოდელი ან-კატრინ ბრემელი შესაძლოა, დაშორდნენ. მიზეზად კი ფეხბურთელის ახალი სატრფო სახელდება.
გერმანიის ნაკრებისა და მიუნჰენის "ბაიერნის" მოთამაშე უკვე შენიშნეს მავან ლამაზმანთან ერთად და გერმანიაში ვარსკვლავური წყვილის დაშორებაზე ალაპარაკდნენ.
ცნობისთვის, ან-კატრინ ბრემელი გერმანიაში გიოტცეზე არანაკლებ ცნობილი სელებრითია, რომელიც ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად 15 წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც რომანი ჰქონდა პოპულარულ ჯგუფ "ტოკიო ჰოტელის" სოლისტთან.