ბელგიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე თანამემამულეებს მოუწოდებს ქართული დროშებით მივიდნენ იმ მეტროს საგურთან, სადაც გუშინ ტერორისტულ აქტს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა და ამით გამოხატონ სოლიდარობა ბელგიის სახელმწიფოს მიმართ.
"ბელგიის ქართველებო, ძვირფასებო, კარგებო, იქნებ როგორმე მოხვიდეთ "ბურსის" მეტროსთან ქართული დროშით. პატივი მივაგოთ იმ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას.. ჩვენი ქვეყნის დროშა ამ წუთში და აქ მე მგონია რომ, სიმბოლური მაგრამ გვერდზე დგომის და პატივისცემის ნიშანი იქნება იმ ქვეყნისთვის, რომელმაც მიგვიღო და გვიპატრონა.. ვიყოთ ჩვენი ქვეყნის უანგარო ელჩები მე ასე მგონია და მიმაჩნია."-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.