ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პატარა არაბი ბიჭის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს, რომლესაც ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით, "გვაპატიეთ ბრიუსელის გამო"!
"თუმცა ფოტო ემოციურია და ჰუმანური – ეს ბავშვი არ უნდა იხდიდეს ბოდიშს!
არ შეიძლება საკუთარი აღმსარებლობის გამო ბოდიშის მოხდა, თუ ვიღაც იმ რელიგიას ფანატიკური მიზნებისთვის იყენებს. ასე "აუფერებიათ'' ქრისტიანობაც, ვაიშნავიზმიც და სხვა რწმენები და ცნობიერები სხვადასხვა დროს ავი საქმის ჩამდენ ხალხს. ადამიანი ღმერთთან მარტოა. ის სხვა ადამიანის გამო პასუხს არ და ვერ აგებს.
P.S. რაც შეეხება ფუნდამენტალისტებს, მათ მიმართ ძალიან მკაცრი პოლიტიკის მომხრე ვარ. პრევენცია უწი–პუწით ვერ მოხერხდება, ეს უკვე მრავალჯერ დადასტურდა. ძალიან სწრაფი მოქმედება სჭირდება – სანამ facebook–ის სურათებზე ყველა ქვეყნის დროშა არ ჩამოტარდა სოლიდარობის ნიშნად".-წერს გიორგი კეკელიძე.