ჟურნალი "ფლეიბოი" იყიდება. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გამომცემლობის ღირებულებამ შესაძლებელია 500 მილიონ დოლარს მიაღწიოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, "ფლეიბოი" 1953 წელს ჰიუ ჰეფნერმა დააარსა.
გავრცელებული ცნობით, თებერვალში ჟურნალმა შიშველი ქალების სურათების დაბეჭდვა შეწყვიტა, რადგან პორნოგრაფია ინტერნეტში უფასოდ მოიპოვება.
როგორც ცნობილია, 1975 წელს ჟურნალის ტირაჟი 5,6 მილიონს შეადგენდა, თუმცა ბოლო წლებში 800 000-მდე შემცირდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჟურნალის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს საინვესტიციო ბანკი Moelis & Co აწარმოებს.
როგორც REUTERS იუწყება ჟურნალის გაყიდვასთან დაკავშირებით ბანკსა და Playboy Enterprises-ში კომენტარს არ აკეთებენ.