"მანჩესტერ სიტისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე თავისი მეგობარი გოგოს ახალი ფოტოები განათავსა.
25 წლის ბრიტანელი მოდელი ანარა ატანესი ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზმანია.
მომღერალი და მოდელი ნახევრად პორტუგალიელი და ნახევრად ესპანელი გახლავთ, თუმცა ინგლისში ცხოვრობს და საქმიანობს.
ანარა ჯგუფ "ფანფეირში" მღეროდა, ხოლო ამჟამად სოლო კარიერით არის დაკავებული.
ცნობისთვის, ანარას წარსულში რომანი ჰქონდა "არსენალის" შვედ ლეგიონერთან, ფრედრიკ იუნგბერგთან.