რესპუბლიკელები არ აპირებენ კოალიციის და თანამდებობების დატოვებას, -აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
"რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი."-წერია უსუფაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.