BBC-ის ინფორმაციით, იბრაჰიმ სამაჰა, რომელიც თვითმფრინავის გამტაცებლად არის მიჩნეული, არა არის სწორი ინფორმაცია.
მაუწყებლის ინფორმაციით, იბრაჰიმ სამაჰა თვითმფრინავში იმყოფებოდა და ახლახანს გათავისუფლდა.
სამაჰას თქმით, მგზავრებს თვითმფრინავის გატაცების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, როდესაც ეკიპაჟმა მათ პასპორტები ჩამოართვა.
"ჩვენ არ ვიცოდით რა ხდებოდა და გავვოცდით, როდესაც ეკიპაჟმა ჩვენი პასპორტები მოითხოვა,რაც შიდა ფრენისთვის უჩვეულოა.რამდენიმე ხნის შემდეგ მივხვდით, რომ უფრო მაღლა ავფრინდით,"_ამბობს სამაჰა.
მისივე თქმით, ეკიპაჟმა თვითმფრინავის მაღლა აფრენის მიზეზად ჯერ თვითმფრინავისთვის შექმნილი პრობლემა დაასახელა, ხოლო მოგვიანებით თვითმფრინავის გატაცების შესახებ განაცხადა.