"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აფრიკული "ტიტას" შეტანა დენდროლოგიურ პარკში ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისი გადმოტანას ზღვიდან სანაპირომდე დაახლოებით ოთხი დღე დაჭირდა, ახლა კი სანაპიროდან პარკში გადატანას მეორე დღეა ცდილობენ.
"მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ურთულესი საინჟინრო პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, უკვე მოხერხდა ტიტას გადმოტანა სანაპიროზე და დღეს აუცილებლად გადავიტანთ დენდროლოგიურ პარკში" – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს კომპანია “ზიმოს“ წარმომადგენელმა ირაკლი შანავა.