ბრიუსელის აეროპორტი ოთხშაბათს გაიხსნება, მაგრამ ტერაქტის შემდეგ სრულიად აღსადგენად თვეები დასჭირდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC აეროპორტის გენერალური დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 96 ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში ზავენტემის აეროპორტთან სამართალდამცავები ტერიტორიას აკონტროლებენ.
როგორც ცნობილია, აეროპორტი მუშაობას მხოლოდ მაშინ განაახლებს, თუ მას მთავრობა ნებას დართავს, რისთვისაც თავდაპირველად საჭიროა აეროპორტს საათში 1000 მგზავრამდე ჰყავდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტით ტერაქტამდე ერთ საათში 5 000 ადამიანი სარგებლობდა.