THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ადამიანი რომელსაც უნიფრომა ეცვა, თვითმფრინავის ფანჯრიდან გადაძვრა, ვიდრე სამი პირი თვითმფრინავს ტოვებდა. ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს ფანჯრიდან გადაძვრომის შემდეგ ის სამართალდამცავებმა დააპატიმრეს.
მაუწყებლის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, იმყოფება თუ არა კიდე ვინმე თვითმფრინავში.
როგორც ცნობილია, EGYPTAIR-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, კვიპროსში ლარნაკის აეროპორტში გატაცების მიზეზით დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა 82 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა გამტაცებელმა გაათავისუფლა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავი იბრაჰიმ სამაჰამ ყოფილი ცოლის ნახვის სურვილის გამო გაიტაცა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გამტაცებლის ვინაობა დაუზუსტებელია და იბრაჰიმ სამაჰა სხვა მგზავრებთან ერთად გამტაცებელმა გაათავისუფლა.