EGYPTAIR-ის თვითმფრინავი გატაცებული აღარ არის. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ თვითმფრინავის ფანჯრიდან კაცი გადმოძვრა, რომელიც სამართალდამცავებმა დააპატიმრეს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ უცნობია.
EGYPTAIR-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, კვიპროსში ლარნაკას აეროპორტში გატაცების გამო დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა 82 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა გამტაცებელმა გაათავისუფლა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, თვითმფრინავი იბრაჰიმ სამაჰამ ყოფილი ცოლის ნახვის სურვილის გამო გაიტაცა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გამტაცებლის ვინაობა დაუზუსტებელია და იბრაჰიმ სამაჰა სხვა მგზავრებთან ერთად გამტაცებელმა გაათავისუფლა.