პაკისტანში, კვირას მომხდარი აფეთქება ქრისტიანებისთვის შიშის შემცველი გზავნილია. აღნიშნულ ინფორმაციას WASHINGTON TIMES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პაკისტანში, ქალაქ ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 280-მდე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "თალიბანის" მიერ მოწყობილი აფეთქების სამიზნე,ის ქრისტიანი ოჯახები იყვნენ, რომლებიც პარკში აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად შეიკრიბნენ.
პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ, დაშავებულთა უმეტესობა მუსლიმები არიან.
თალიბების ფრაქციის სპიკერის განცხადებით, ისინი თავდასხმებს სკოლებსა და კოლეჯებზე გეგმავენ.
KNIGHTS OF COLUMBUS-ის ვიცე-პრეზიდენტის, ენდრიუ უოლტერის განცხადებით, ისლამურ სამყაროში ქრისტიანული თემის გენოციდი აქვთ გათვლილი.
"აღდგომის დღესასწაულის დროს ბავშვთა და მოზრდილთა მკვლელობა ხაზს უსვამს, რომ ქრისტიანებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მცირე რაოდენობით არიან,თავდასხმის სამიზნეები ხშირად ხდებიან,"_ამბობს უოლტერი.
მისივე თქმით,რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობის შემსწავლელი კვლევის მიხედვით, ქრისტიანები ყველაზე დევნილები არიან.