კანის კინოფესტივალს ვუდი ალენის ბოლო ნამუშევარი Café Society გახსნის. აღნიშნული ინფორმაცია კინოფესტივალის გვერდზე ვრცელდება.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც 1930-იან წლებში ჰოლივუდში, კინო ინდუსტრიაში მუშაობის დაწყების იმედით ჩამოდის, შემდეგ შეუყვარდება და კაფეს აღმოაჩენს, რომელიც ასაკის სულისკვეთებით არის განსაზღვრული.
როგორც ცნობილია, ფესტივალი 11-22 მაისის ჩათვლით გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის ჟიურის პრეზიდენტი ჯორჯ მილერია, ხოლო ჟიურის სხვა წევრები 14 აპრილს დასახელდება. ასევე აპრილის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი კინოფესტივალში მონაწილე ფილმების სრული სიაც.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე ჯოდი ფოსტერის ფილმის, MONEY MONSTER-ის და სტივენ სპილბერგის THE BFG ჩვენება შედგება.