ამაღამ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა, ქარი და თოვლი შენარჩუნდება.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, წვიმიანი ამინდები დასავლეთ საქართველოში კიდევ გაგრძელდება.
"მთაში თოვლი იქნება, ხოლო მაღალ მთაში ქარბუქი. ხვალ დღისით იქნება უკეთესი ამინდი. ნალექი გაგრძელდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში. 30-31 მარტს ტემპერატურა 9-დან 14° მოიმატებს.
1-2 აპრილს, ამინდი კიდევ უფრო დათბება. დასავლეთ საქართველოში იქნება დაახლოებით 21° , ხოლო აღმოსავლეთში ცოტა დაბალი ტემპერატურა.
3 აპრილს ველოდებით ისევ წვიმას, თუმცა ასეთი ცივი ამინდი აღარ გაგრძელდება", _ აღნიშნა ნიორაძემ.