დღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გაიმართა მედიაციის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომების დაჯილდოება.
კონკურსი ერთი თვის წინ გამოცხადდა. საკონკურსოდ წარდგენილი 15 ნაშრომიდან ჟიურიმ სამი საუკეთესო შეარჩია. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი _ ტელეკომპანია “პიკი”, მეორე ადგილი _ გაზეთი “გურია ნიუსი”, მესამე ადგილი _ აჭარის ტელევიზია.
კონკურსი ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის, საზოგადოების (GIძ) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივით.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფულადი პრემიები.
“გურია ნიუსის” ჟურნალისტის თამარ ლეფსვერიძის სტატია _ “მედიაცია _ კეთილი ნების შუამავლებისა და პროფესიონალი მომრიგებლების ინსტიტუტი” _ 9 აპრილს გამოქვეყნდა.