დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის კავკასიის ბუნების ფონდმა ახალი, ჯამში 662500 ევროს მოცულობის გრანტი გამოყო.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, საგრანტო თანხა ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნული პარკების სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება. ხელშელკრულება 2016 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს მოიცავს.