საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნება" მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
"ქართულ ოცნებაში" დიდი ხანია მიმდინარეობს კონსულტაციები, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო პერიოდში, არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მისაღები ფორმაა "ქართული ოცნება" გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი.
2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, დღეს სხვა რეალობაა. 2012 წელს იყო არჩევნები, როდესაც ბლოკის ფორმით გავიდა "ოცნება" არჩევნებზე. წინასაარჩევნო პროცესი 2012-ში იყო ძალიან მძიმე. დღეს სხვაგვარი რეალობაა. დემოკრატიული განვითარბა ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი გაცილებით გამჭვირვალე და დემოკრატიულია, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი უნდა ვეძებოთ." – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.