გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ის არ არ ფლობს ინფორმაციას, რა განცხადება გააკეთეს "რესპუბლიკელებმა" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ.
გია სალუქვაძე: ვიცი, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, არჩევნებში დამოუკიდებლად ცადონ ბედი. მივესალმები იმ აზრს, ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და აქედან გამომდინარე, ვუსურვებ წარმატებებს.
_ ბატონო გია, თქვენ აზრით დატოვებენ თუ არა ის მინისტრები თანამდებობებს, რომლებიც "რესპუბლიკური პარტიის" წევრები არიან?
_ ამაზე პასუხს, რა თქმა, უნდა მე ვერ გაგცემთ.
_ თქვენი აზრით დატოვებენ თუ არ დატოვებენ?
_ არ ვიცი, თუ კოალიცია არჩევნებამდე შენარჩუნდება, შესაძლებელია მინისტრებმა თავიანთი ადგილები ბოლომდე შეინარჩუნონ და ამ პროცესში ტრაგიკულს ვერ ვხედავ ვერაფერს, ყველა წარმატებული მინისტრია. ვნახოთ, როგორ განვითარდება არჩევნების შემდეგ მოვლენები. – გვითხრა გია სალუქვაძემ.