ახალგაზრდული ინიციატივების და ახალგაზრდული საკრებულოს მიერ ორგანიზებით ქალაქ ოზურგეთის თეატრის წინ აქცია გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებმა ბოლო დროს გახშირებული ტერორისტული აქტები გააპროტესტეს.
"ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მსოფლიო გაერთიანდეს და ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს. ბოლო დროს ტერორისტულ აქტებს ადგილი ჰქონდა ბელგიაში, თურქეთში და ეს შეგვეხო ჩვენც, რადგან მსოფლიოს ნაწილი ვართ. ის, რომ ტერიტორიულად ტერაქტები სხვა ქვეყნებში მოხდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრობლემა არ არის." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სალომე ვადაჭკორიამ.
აქციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დაესწრნენ. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები.
"მთელი მსოფლიოს ხალხი უნდა გაერთიანდეს ტერორიზმის წინააღმდეგ. ტერორიზმი არ არის ერთი სახელმწიფოს პრობლემა, ეს არის კაცობრიობის ჭირი. მისასალმებელია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა, ისინი აპროტესტებენ ტერორიზმს" – თქვა ჩვენთან საუბრის დროს გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.