საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
საუბარი ვეტერანთა საკითხებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს შეეხო.
ცნობისთვის, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა.