პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი თემურ ჭკუასელი "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას, არჩევნებში დამოუკიდებლად იყარონ კენჭი "ღირსეულს" უწოდებს:
_ როდესაც კოალიცია შეიკრიბა, მისი მიზანი მონსტრის დამარცხება იყო. ხშირად ვამბობდი, რომ კარგი იქნებოდა თუ ამ არჩევნებშიც ერთად ვიქნებოდით ყველანი, რადგან ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია. თუმცა, რეალურად შევხედოთ _ აქ ხდებოდა კვოტირება. ამდენი პორცენტი "ქართულ ოცნებას", ამდენი სხვა და ა.შ. ეს გინდა არ გინდა იწვევდა შიდა დაპირისპირებას და ახლა ეს მოიხსნა.
ეს იყო კიდეც "რესპუბლიკელების" განცხადებაში ნათქვამი, რომ "ქართულ ოცნებასაც" მოუხსნეს უხერხულობა. ამ განცხადებას არანაირი აჟიოტაჟი არ უნდა მოყვეს. გავალთ ცალ-ცალკე არჩევნებში და მერე გასაკეთებელს ისევ ერთად გავაკეთებთ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას თემურ ჭკუასელმა.