სერენა უილიამსი არასდროს გამოირჩეოდა სამოდელო აღნაგობით და მისი თქმით, ბავშვობაში მუდამ შურდა თავისი დის, ვენუსის, რომელიც მასზე გაცილებით გრაციოზული და კოხტა იყო.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სერენას დაკუნთული სხეული ამჟამად სპორტსმენ ქალებს შორის იდეალურად ითვლება.
ამ ფაქტის აღსანიშნავად, ჟურნალმა "ფიტნესმა" ჩოგბურთელს საკმაოდ გულახდილი ფოტოსესია მოუწყო სხვადასხვა ფერისა და ფორმის საცურაო კოსტუმებში.
სერენას იდეალური სხეულით ტკბობა ჟურნალის მკითხველს მაისში შეეძლება.