29 მარტს ცნობილ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს აკაკი ბაქრაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა. მწერალი ოზურგთში დაიბადა და გაიზარდა. "გურია ნიუსი" ამ იუბილეს სტატიით გამოეხმაურა და ამჟამად უპატრონოდ მიტოვებულ იმ სახლზე მოუთხრო მკითხველს, სადაც აკაკი ბაქრაძემ ბავშვობა გაატარა.
დიდი მწერლისა და მეცნიერის სახელი უსამართლოდაა მივიწყებული საზოგადოების მიერ. მწერლის შვილი ლაშა ბაქრაძე აპირებს აკაკი ბაქრაძის სხვადასხვა ხასიათის ნაშრომები, ჩანაწერები, საგაზეთო სტატიები ექვსტომეულად გამოსცეს. ის ფეისბუქში საჯაროდ წერს ამ განზრახვის შესახებ და იმედოვნებს, რომ ამ საქმეს დამსპონსორებელიც გამოუჩნდება.
"უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ მისი ჩანაწერების, დღიურების, გაზეთებიდან ამონაჭრების გამოცემაზე. 6 ტომი გამოდის. ეს დღემდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერები საშუალებას იძლევა თვალი გადაავლო, გაიხსენო, გაიგო რა ხდებოდა 50იანი წლებიდან მოყოლებული 90იანების ბოლომდე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რას ფიქრობდა და როგორ ხედავდა სამყაროს აკაკი ბაქრაძე.
ჩანაწერების დასაბეჭდად გვჭირდება სპონსორი და ეს სტატუსი არის მცდელობა ფეისბუკის საშუალებით ვიპოვოთ სპონსორი, ვფიქრობ, ფართო საზოგადოებისთვის უაღრესად საინტერესო გამოცემისთვის. (არაფერი მექნება საწინააღმდეგო თუ ამ სტატუსს ქართული მედია გაანიუსებს.)
გამოცემის იაფი ვარიანტი 40 ათასი დაჯდება, უფრო ხარისხიანი 57 ათასი. რასაკვირველია არსებობს უფრო ძვირიანი ვარიანტებიც"– წერს ლაშა ბქრაძე.
ამავე თემაზე" სახლი სადაც აკაკი ბაქრაძე გაიზარდა, ახლა მიტოვებულია