ჩოხატაურში ქურდობის ფაქტები გახშირდა. მაღაზიების მასობრივი გაძარცვის შემდეგ დამნაშავეები საცხოვრებელ სახლებზე გადავიდნენ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, გუშინ მუნიციპალიტეტში სამი სახლი გაიქურდა, თუმცა პოლიციაში მხოლოდ ერთი განაცხადია შესული. სამივე შემთხვევა დღისით მოხდა. შს სს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციაში მხოლოდ ერთი განაცხადია და საქმე სს კოდექსის 177ე მუხლითაა აღძრული. როგორც გვითხრეს, მ.ჯ.ს სახლი დღის ორ საათზე გაქურდეს. _ოჯახის ბიჭს ცოლის მოყვანა უნდოდა. თურქეთში იყო სამუშაოდ წასული და 2000 დოლარი მოაგროვა. ორი დღის ჩამოსული იყო. სახლში ყველაფერი დალეწილია, _აღნიშნეს ჩვენთანან საუბრისას ერთ-ერი დაზარალებულის ახლობლებმა.
რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი კომენტარებს არ აკეთებენ. კითხვაზე, რატომ არ მიმართეს პოლიციას, აღნიშნავენ, რომ აზრი არა აქვს. დანაშაულის მატებასთან ერთად, ბოლო დროს მოიმატა იმ ადამიანების რიცხავმა, რომლებიც პოლიციას არ მიმართავენ დახმარებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ბევრი საქმეა. მათ შორის ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტი, რომელიც გასული წლის 28 ნოემბერს მოხდა.