თავისი საყვარელი ფილმი "ნათლიმამა" კობი ბრაიანტმა 17 წლის ასაკში ნახა პირველად, დრაფტის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე.
კობი ბრაიანტი საშინელებათა ჟანრის ფილმების თაყვანისმცემელია.
კობი ბრაიანტის საყვარელი რეპერია "კანიბუსი". ასევე, კობის მონაწილეობა აქვს მიღებული შაკილ ონილის ალბომის ჩაწერაში.
1997 წელს კობი ბრაიანტმა უარი განაცხადა შეესრულებინა მთავარი როლი ფილმში "მისი თამაში", სადაც მისი პარტნიორები დენზელ ვაშინგტონი და მილა იოვოვიჩი იქნებოდნენ. ეს როლი მოგვიანებით, რეი ალენმა ითამაშა.
ბავშვობაში კობი ბრაიანტი გატაცებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით, კერძოდ, ის დღემდე ვარჯიშობს ჯიტ კუნ-დოში. კობის კერპი ბრიუს ლია.
სპორტულ ფეხსაცმელს კობი ბრაიანტი ყოველი მესამე მატჩის შემდეგ იცვლის.
კობი ბრაიანტი ფასტფუდის დიდი მოყვარული გახლდათ. მას "მაკდონალდსის" პროდუქცია მოსწონდა 2010 წლამდე. მას შემდეგ, რაც კობი გაუპატიურების სკანდალში გაეხვა, "მაკდონალდსმა" მასთან სარეკლამო კონტრაქტი გაწყვიტა და კობიმაც საპასუხოდ უარი განაცხადა ჰამბურგერების ჭამაზე.
კობი ბრაიანტი მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობარი იყო.
პირველი ტატუირება კობი ბრაიანტმა მომავალი მეუღლის, ვანესას პატივსაცემად გაიკეთა.
სკოლაში სწავლის პერიოდში კობი ბრაიანტი რეპ-ჯგუფის წევრი იყო. ის სოლო-კარიერის დაწყებაზეც ფიქრობდა, რომ არა კალათბურთი.
სინამდვილეში კობი ბრაიანტის ნამდვილი სახელია კობე – რაც იაპონურად მარმარილოსფერ საქონლის ხორცს ნიშნავს. საქონელს სპეციალური იაპონური ტექნოლოგიით ზრდიან და მის ხორცს მარმარილოს შეფერილობა აქვს. ასეთი ხორცისგან შემწვარი კერძი გასინჯეს კობის მშობლებმა ფილადელფიაში, ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში და გადაწყვიტეს, შვილისთვის მისი სახელი დაერქმიათ.
2003 წელს კობი ბრაიანტს ბრალი ედებოდა სასტუმროს თანამშრომლის, კატელინ ფაბერის გაუპატიურებაში. თუმცა საბოლოოდ, კატელინმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სკანდალი სასამართლოს გარეშე დარეგულირდა.