ორ აპრილს, სამტრედიის სტადიონზე ზუგდიდთან განცდილი მარცხის შემდეგ (3:2) საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ვიქტორ დემიდოვმა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ "გურიას" მესვეურები. ჩვენი ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის უნდა გადაწყდეს, თუ ვინ გაიყვანს "გურიას" ექვს აპრილს გორის "დილასთან" სათამაშოდ.
სხვა დეტალებზე, ჯერჯერობით, კლუბის მესვეურები არ საუბრობენ.