მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ "ეროვნულმა ფორუმმა" დატოვა როგორც კოალიცია, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, დგება საკითხი, დაიშლება თუ არა უმრავლეოსობა.
ამ დროისთვის უმრავლესობასში 88 დეპუტატია. ეროვნული ფორუმის გასვლის შემდეგ დარჩება 82. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება რესპუბლიკური პარტიის ათკაციანი ფრქაციის პოზიცია. იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელები დატოვებენ, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა აღარ იარსებებს, რადგან უმრავლესობაში დარჩება 72 დეპუტატი, ხოლო მის შესანარჩუნებლად 76 დეპუტატია საჭირო.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, არ დგას იმის აუცილებლობა, რომ ფრაქცია რესპუბლიკელებმა დატოვონ საპარლამენტო უმრავლესობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, პარტია "ქართული ოცნების"დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, მაშინ როცა კოალიცია "ქართული ოცნება" მუდმივად პროგნოზირებდა "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას, თვითონ დაიშალა. დეპუტატ გია ბარამიძის განცხადებით, სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ის ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
"ეროვნული ფორუმის" მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უცნობია როგორ განვითარდება პროცესები პარლამენტში. ცნობილია რომ ვიცე სპიკერი გუბაზ სანიკიძე უახლოეს დღეებში აპირებს განცხადების დაწერას და თანამდებობის დატოვებას. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.