2012 წელს ოზურგეთში უძველესი აბანოების ნაშთი აღმოაჩინეს. უნიკალური აღმოჩენის შესახებ ყველამ გაიგო, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა სარებიალიტაციო სამუშაოები.
ოზურგეთში ყოფნის დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ აბანოების გათხრა და არქეოლოგიური შესწავლა 2016 წელს არის დაგეგმილი.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2016 წელს ბიუჯეტში აქვს გათვალისწინებული აბანოს გათხრების გაგრძელება და არქეოლოგიური ექსპედიცია. ასევე ამავე სააგენტოს აქვს დაგეგმილი, ვაშნარის ციხე-ქალაქში სამუშაოების ჩატარება და ეს მოხდება წელს. ასევე დაგეგმილია ლიხაურის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება." – თქვა მინისტრის მოადგილემ.
ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, მანამდე "გურია ნიუსი" გთავაზობთ ახალ კადრებს თუ როგორ გამოიყურება აბანოს ნაშთები.