რაგბისა და ლელოს გულშემატკივარი სიკო გეგიაძე, ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშილს ღია წერილს უგზავნის და სთხოვს, ლანჩხუთის მუნიციალიტეტის სოფელ შუხუთში, რაგბის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩამოყალიბდეს რაგბის სკოლა და აშენდეს მცირე ზომის სტადიონი:
"ბატონო ბიძინა, მადლობას მოგახსენებთ თქვენი გაკეთებული საქმეებისათვის!
შეუფასებელია თქვენი მხარდაჭერა ქართული რაგბის განვითარების საქმეში.
მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში არის ლელოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ყოველ აღდგომა დღეს ტარდება, საქართველოში ერთადერთი პირველყოფილი ფორმის გათამაშება. შუხუთელები ამ ტრადიციას არ არღვევენ და წარმატებით აგრძელებენ.
სასიამოვნოდ იგონებენ შუხუთელები თქვენ დასწრებას ლელოზე 2 წლის უკან.
რაგბი და ლელო ერთი სულისკვეთების მოვლენებია.
ამ დღეებში საშუალება მომეცა შუხუთში ლელოს ისტორიაზე ბელგიის ცენტრალური ტელევიზიის გადაცემის ჩაწერას დავსწრებოდი.
აღფრთოვანებულმა სტუმრებმა და ჩვენც დავინახეთ შუხუთში და გურიაში საერთოდ, დიდი სპორტული პოტენციალი.
გვაქვს იდეა, იქნებ შესაძლებელი იყოს სოფელ შუხუთში, რაგბის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩამოყალიბდეს რაგბის სკოლა და აშენდეს მცირე ზომის სტადიონი.
ეს იქნება სამადლობელი შუხუთლებისათვის იმ რუდუნებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ წლების განმავლობაში ლელოს ტრადიციის შესანარჩუნებლად.
დარწმუნებული ვარ ამ თხოვნას ბევრი გაიზიარებს და მხარს დაუჭერს" _ წერს სიკო გეგიაძე.