ლილი ხომერიკი, ოზურგეთი:
_ არჩევნების ამბავს ნუ მკითხავთ _ დავიღალეთ ამდენი შეერთებით და დაშლით.
ლალი ღლონტი, ოზურგეთი:
_ არ ვიცი, არ მაინტერესებს ეს საკითხი.
სოფო ინგოროყვა, ოზურგეთი:
_ მოვუსმინე "რესპუბლიკელების" კომენტარს კოალიციიდან გამოსვლის თაობაზე და ჩემის აზრით ეს არის დემოკრატიული პროცესი. არჩევნები მოდის და არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს.
მზია ირემაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით კოალიციის ამბებზე.
სერგო ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი. ეტყობა, ასე იყო საჭირო და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება კოალიციაში შემავალმა პარტიებმა.
ელგუჯა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია.
მანანა გოგუაძე, ლანჩხუთი:
_ ალბათ, ასე იყო საჭირო.
მარიკა წიკლაური, ლანჩხუთი:
_ მოსალოდნელი იყო კოალიციის დაშლა.
იზაბელა აბშილავა, ლანჩხუთი:
_ ვერაფერს გეტყვით.
ავთანდილ კალანდარიშვილი, ლანჩხუთი:
_ არ ვაპირებ ამ საკითხის შეფასებას.
კირილე კვანჭიანი, ჩოხატაური:
_ საქმის კუსში არ ვარ.
ამირან ტრაპაიძე, ჩოხატაური:
_ ვერაფერს გეტყვით მაგაზე.
ნუნუ რამიშვილი, ჩოხატაური:
_ არ ვერევი პოლიტიკაში და გინდ დაშლილან, გინდ _ არა. ჩემთვის სულერთია _ ხალხისთვის არავინ არაფერს აკეთებს მაინც.
მზია გუბელაძე, ოზურგეთი:
_ ეს მთავრობა საერთოდ გადასაყრელია. დაიშლება თუ შეერთდება, მაგენი ბოლომდე მაინც ვერ გავლენ _ ესაა ჩემი კომენტარი.